weather cur horoscope tv
სექტემბერი 17, 2019

ცხინვალის რეჟიმი საქართველოს სუს-ის „სავსებით საიდუმლო დოკუმენტს“ აქვეყნებს

09:52 სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019 hits 1402
ფოტო: სააგენტო „რესი“ ფოტო: სააგენტო „რესი“

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურისა და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ „სავსებით საიდუმლო დოკუმენტს“ აქვეყნებს. თითქოსდა საიდუმლო დოკუმენტი უშიშროების დე ფაქტო კომიტეტმა სააგენტო „რესის“ საშუალებით გაავრცელა.

დოკუმენტს მარჯვენა მაღალ კუთხეში „სავსებით საიდუმლო“ აწერია და დასათაურებაში მითითებულია: „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ფრაქციის 2016-2020 წ. სამომავლო გეგმა“. თავად ტექსტი კი, რომელიც გრამატიკულად გაუმართავია, შედგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და სხვა რამდენიმე მიმართულების გეგმის პუნქტებისგან. ე.წ. დოკუმენტი 2015 წლის 24 მაისით თარიღდება და მას თითქოსდა, ვახტანგ გომელაური და ბიძინა ივანიშვილი აწერენ ხელს. გომელაური „დეპარტამენტის უფროსად“, ივანიშვილი კი „პოლიტიკური ფრაქციის დამფუძნებლად“ არიან მოხსენიებული.

„უშიშროების კომიტეტი ვარაუდობს, რომ ოფიციალური თბილისი თავისი დასავლელი კურატორების მხარდაჭერით, აგრძელებს სამხრეთ ოსეთის ხალხის განადგურების პოლიტიკას", - წერს „რესი“.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აღნიშნულ ე.წ. დოკუმენტს ასახელებს იმის დასტურად, რომ საქართველოს სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დამყარების განზრახვაზე ხელი არ აუღია, ხოლო გამოქვეყნებული გეგმის რეალიზება თბილისის ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ საშუალებით ხდება.

აქვე აცხადებენ, რომ 23 აგვისტოს ქართული პოლიციის პოსტის განთავსება, სამხრეთ ოსეთის კუთვნილი კვადრიკოპტერის მიმართულებით ქართული მხარის მიერ ცეცხლის გახსნა და ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების გეგმების შესახებ, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილებია:

„ხოლო ქართული ჰიბრიდული სპეცოპერაციის მთავარი მიზანი 2008 წლის აგვისტოს პოლიტიკური შედეგების რევიზიაა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]