weather cur horoscope tv
სექტემბერი 17, 2019

აფხაზეთის დე ფაქტო საარჩევნო კომისიამ რაულ ხაჯიმბა პრეზიდენტად გამოაცხადა

10:51 სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019 hits 81
რაულ ხაჯიმბა. ფოტო: სააგენტო „ტასს“ რაულ ხაჯიმბა. ფოტო: სააგენტო „ტასს“

აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა და აფხაზეთის არჩეულ პრეზიდენტად რაულ ხაჯიმბა გამოცხადდა. გადაწყვეტილებას სააგენტო „აპსნიპრესი“ ავრცელებს.

დე ფაქტო საარჩევნო კომისიის განცხდებით, არჩეული პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ვიცეპრეზიდენტი კი ასლან ბარციცია.

საოლქო დე ფაქტო კომისიების პროტოკოლების საფუძველზე შედეგები ასე განაწილდა: ოპოზიციონერი კანდიდატი ალხას კვიცინია - 38 766 ხმა ანუ 46,17%; მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა - 39 793 ხმა ანუ 47,39%.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე 127 232 იყო, მათგან არჩევნებში მონაწილეობა 83 963-მა ანუ 65,99%-მა მიიღო.

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდნტო არჩევნების მეორე ტური 2019 წლის 8 სექტემბერს გაიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]