weather cur horoscope tv
სექტემბერი 17, 2019

ოსების გენოციდის თემაზე საქართველოსგან თანამშრომლობის იმედი გვაქვს - დუმის სპიკერი

12:44 სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019 hits 104
ვიაჩესლავ ვოლოდინი. ფოტო: რუსეთის სახელმწიფო დუმა ვიაჩესლავ ვოლოდინი. ფოტო: რუსეთის სახელმწიფო დუმა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს ვიაჩესლავ ვოლოდინს იმედი აქვს, რომ 1920 წელს საქართველოს მხრიდან ოსების გენოციდის აღიარების საკითხზე საქართველო ითანამშრომლებს. ინფორმაციას სახელმწოფო დუმის ვებგვერდი ავრცელებს.

„სასურველია, ქართულმა მხარემ გადმოგვცეს მასალები, ყველაფერი, რაც არსებობს, რათა სიტუაციის ობიექტურად შეფასება შევძლოთ. ბრალდება ძალიან სერიოზულია. ის აუცილებლად უნდა დაეფუძნოს არგუმენტებს, ობიექტურ მოვლენებს.“, - აცხადებს ვოლოდინი.

მისი ინფორმაციით, საკითხზე სახელმწიფო დუმის სამუშაო ჯგუფი იმუშავებს, რომელსაც დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ ვოდოლაცკი უხელმძღვანელებს. ჯგუფი ინფორმაციას სამხრეთ ოსეთიდანაც გაითხოვს.

„ჩვენი ერთსულოვანი მოსაზრებით, სწორია ამ საკითხის შესწავლა. სამუშაო ჯგუფი წარმოადგენს წინადადებებს, რადგან თემა, რომელიც აღნიშნეს ჩვენმა კოლეგებმა სამხრეთ ოსეთის პარლამენტიდან, ძალიან სერიოზულია. მათ აქვთ მტკიცებულებები, ფაქტები, რომლებიც გააჟღერეს და მოჰყავთ თავის მიმართვაში, ამიტომ სწორად მიგვაჩნია, სამუშაო ჯგუფმა ჩართოს ისტორიკოსები, ჩართოს ყველა, ვისაც ამ სიტუაციის უფრო კონკრეტულად განმარტება შეუძლია“, - განაცხადა დუმის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც სამუშაო ჯგუფი აუცილებელ მასალას შეკრებს და წინადადებებს შეიმუშავებს, დუმა კვლავ დაუბრუნდება საკითხს და გადაწყვეტილებას მიიღებს. ვოლოდინი აცხადებს, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო მაქსიმალურად ობიექტური იქნება.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა საქართველოს მხრიდან 1920 წელს ოსების გენოციდის აღიარების თხოვნით რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს 2019 წლის 1-ელ აგვისტოს მიმართა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]