weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ირაკლი ოქრუაშვილი სრულიად უსამართლოდაა დაპატიმრებული – მიხეილ სააკაშვილი

11:44 ოთხშაბათი, 11 სექტემბერი 2019

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, წინასწარ პატიმრობაში მყოფ ირაკლი ოქრუაშვილს მიმართავს. სააკაშვილის თქმით, ოქრუაშვილს მალე თბილისში შეხვდება და ყველა უთანხმოებას გადალახავენ.

„ოქრუაშვილთან რთული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო მისი გამბედაობა და ის რომ სრულიად უსამართლოდაა დაპატიმრებული. არაუშავს, ირაკლი მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ“, –წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. მას ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება. 27 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ოქრუაშვილის თანაპარტიელები მისი დაკავების რეალურ საბაბად მიიჩნევენ არა 20-21 ივნისის მოვლენებს, არამედ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მას ეკუთვნის და არა ქიბარ ხალვაშს. ოქრუაშვილის მტკიცებით, „რუსთავი 2“ 2004 წელს შეიძინა, რისთვისაც 1 მლნ 200 ათასი დოლარი, ნაღდი ფულის სახით, ჯემალ იმნაიშვილის ხელით ტელეკომპანიის დამფუძნებლებს - დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადაუხადა, გარდა ამისა, მათ უსასყიდლოდ გადაუფორმა კომპანია „ჯორჯიან ონლაინის“ 10%-იანი წილი, რაც დაახლოებით 800 ათასი დოლარი იყო. ოქრუაშვილმა სასამართლოსაც მიმართა და „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადება მოითხოვა, თუმცა მისი განცხადება სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]