weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩვენთვის მისაღებია, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს სრული ტერიტორიით – ჩუგოშვილი

15:46 ოთხშაბათი, 11 სექტემბერი 2019

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის გუშინდელ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის მისაღებია ის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი სრული ტერიტორიის ფარგლებში გახდეს.

„საქართველო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ნატო-სთან თავსებადობა ჰქონდეს მაღალი. ჩვენთვის მისაღები არის ის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს სრული ტერიტორიის ფარგლებში. ამიტომ სპეკულაციები და კუდის მობმები ამ Tემაზე, სრულიად არასწორად, არის ზედმეტი და ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ანდერს ფოგ რასმუსენის გუშინდელი განცხადება ნატო-ს ოფიციალური შემოთავაზება არ არის.

„ეს არ ყოფილა ოფოციალური წარმომადგენელი, რომელმაც ოფიციალური კომენტარი გააკეთა. მან სამსჯელოდ აზრი შესთავაზა საქართველოს, ასე ვთქვათ. მეტი არაფერი. საზოგადოებას არ სჭირდება ამაზე ღელვა და ნერვიულობა“, – აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მე-5 საერთაშორისო კონფერენციაზე, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მე-5 მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. რასმუსენის თქმით, იგივე კითხვას უნდა უპასუხონ ნატო-შიც, თუმცა პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას.

„ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]