weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ვუსამძიმრებ პირველკლასელების უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრას – ჯაფარიძე

13:38 ორშაბათი, 16 სექტემბერი 2019

პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებას გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ჯაფარიძე განათლების სისტემის ნაკლოვანებებს აღნიშნავს.

„ვუსამძიმრებ პირველკლასელების აბსოლუტურ უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრის გამო.

თქვენ გელით საკუთარი მშობლების და ბებია-ბაბუას მიერ შექმნილი ჯოჯხეთის გავლა, სადაც დაგამცირებენ, მოგექცევიან როგორც მონებს,დაგაზეპირებინებენ სრულიად გამოუსადეგარ ზღვა ინფორმაციას, არ მოგცემენ განვითარების შესაძლებლობას იმ მიმართულებებით, რომლებიც გაინტერესებთ, გასწავლიან ფარისევლობას, დაგაკარგვინებენ აზროვნების უნარს, შეგაზიზღებენ სწავლას და ფიქრს, შეგაზიზღებენ დილით გაღვიძებას, საბოლოო ჯამში გაგწირავენ წარუმატებლობისთვის და სიღარიბისთვის.

და ამ ყველაფერს თავად თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუა დააფინანსებენ. ბოდიში, რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით თქვენი დახსნა“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუქში“.

დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 55 000-მდე პირველკლასელი იწყებს სწავლას. მათგან საჯარო სკოლებში 48 254, ხოლო კერძო სკოლებში 6 067 მოსწავლე დარეგისტრირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]