weather cur horoscope tv
ოქტომბერი 23, 2019

შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული – ვოლსკი მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებაზე

13:46 სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019 hits 150

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, ვიდრე პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების საკითხი არ დარეგულირდება, შეცდომებისა და არასწორი გადაწყვეტილებებისგან არავინაა დაზღვეული. პარლამენტის წევრი ამ განცხადებით პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის მიერ დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირის შეწყალებას გამოეხმაურა.

„აუცილებელია გარკვეულწილად დარეგილირდეს ეს თემა. ამ ასპარეზზე არ შეიძლება პრეზიდენტმა, ნებისმიერმა განსწავლულმა ადამიანმა იმოქმედოს თვითშემოქმედებით. წარმომიდგენია შეწყალება ადამიანისა, რომელიც მუხლებზეა დაცემული, შეწყალებას თხოულობს და მონანიებული აქვს ყველაფერი და ამის გარდა, ის მხარე, რომელიც მისგან არის დაშავებული, წინააღმდეგი არ არის, რომ შეწყალება მოხდეს.

მე ვფიქრობ, რომ ამ სფეროში სანამ არ დარეგულირდება და გარკვეული პრონციპები არ ჩამოყალიბდება (ეს მალე უნდა მოხდეს) შეცდომებისგან, გადაცდომებისგან, არასწორი გადაწყვეტილებებისგან არავინაა დაზღვეული. ვფიქრობ, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა.

ჩვენს მიერ მხარდაჭერილია [სალომე ზურაბიშვილი], იმიტომ, რომ საკმაოდ დამოუკიდებელი აქვს თავისი სახიათიც, მიდგომებიც და პრეზიდენტიც ასეთი სჭირდებოდა ქვეყანას, რომელიც პოლიტიკური პარტიებისკენ არ იქნება და არ იყურება, მაგრამ ის, რასაც ჰქვია დაშვებული შეცდომა, არ შეიძლება არ იქნეს, სათანადოდ შეფასებული ვისგანაც არ უნდა იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

სალომე ზურაბიშვილმა აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. პრეზიდენტმა შეიწყალა რამაზ დევაძეც, რომელიც პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]