weather cur horoscope tv
აგვისტო 12, 2020

პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალებაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

13:35 პარასკევი, 20 სექტემბერი 2019 hits 658

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის იყო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი. 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა თქვა, რომ შეწყალება ვინმეს გამართლებას არ ნიშნავს. მისივე განცხადებით, ამ გადაწყვეტილებებზე თავად არის პასუხისმგებელი.

შეწყალების საქმეებით დაინტერესებისკენ პროკურატურას საქართველოს სახალხო დამცველმა და საპარლამენტო ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ მოუწოდეს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, საკუთარი წყაროსგან აქვთ იმფორმაცია, რომ შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შუამდგომლობით გვარდება. როგორც დეპუატატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, მათი წყარო ამბობს, რომ თითოეულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირები უკავშირდებიან გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, „ანუ რა ფასად შეიძლება იყოს ესა თუ ის პირი შეწყალებული“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]