weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მივესალმები ყველა ბავშვს ვისი კერპი არა ალ კაპონე, არამედ ნონა გაფრინდაშვილია – წულუკიანი

15:47 პარასკევი, 20 სექტემბერი 2019

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რა დროსაც არასრულწლოვანი მსჯავრდებულების თემასაც შეეხო. წულუკიანის თქმით, N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში 2012 წლამდე ორასი და მეტი მსჯავრდებული იყო, დღეს კი მათი რიცხვი არ აღემატება 28-ს.

ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ ბავშვს სახელმწიფო მოეპყრას მკაცრად, მაგრამ ბავშვურად, იმიტომ, რომ ბავშვს სჭირდება ხელშეწყობა, ახსნა იმისა, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სახელმწიფო N11 დაწესებულებაში ახალგაზრდებს ხელს უწყობს, გაითავისონ, რომ ოცნება არ უნდა იყოს ე.წ. ზონაში წასვლა.

„ოცნება შეიძლება იყოს გარეთ გასვლა, ოცნება შეიძლება იყოს სწავლა, ოცნება შეიძლება იყოს ის, რომ შექმნა ოჯახი და გყავდეს მომავლისთვის სასიქადულო შვილები. ეს უნდა იყოს ოცნება და არა ის, რომ წახვიდე ქსანში ან რუსთავში. ოცნება ყველა ბავშვისა უნდა იყოს გარეთ გასვლა, სწავლა და კარიერა. ამიტომაც მინდა, ყველა იმ ბავშვს მივესალმო, ვინც მასთან ერთად მე-11 დაწესებულებიდან გაიგო ჩვენი პოლიტიკა, მიხვდა, რომ ეს მისთვის კეთდება და არა ჩვენთვის და გადავიდა დაბალი რისკის დაწესებულებაში, სადაც თამაშობენ ჭადრაკს სწავლობენ გეოგრაფიას, სწავლობენ მათემატიკას და მათი კერპი არის არა ალ კაპონე, არამედ ნონა გაფრინდაშვილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]