weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სერგეი ლავროვი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენას მხარს უჭერს

11:29 ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2019

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას მხარს უჭერს. ამის შესახებ მან გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ამ ფრენებს, ალბათ, აღვადგენდი. მგონია, რომ ეს იქნებოდა სწორი მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გააცნობიერა კონტრპროდუქტიული პროვოკაციული ხასიათი იმ გამოხტომისა, რომელსაც საქართველოს პარლამენტში ჰქონდა ადგილი მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომის დროს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების შესრულება 8 ივლისიდან აეკრძალათ. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა 21 ივლისს, თბილისში ანტისაოკუპაციო გამოსვლების დაწყებიდან მეორე დღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]