weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ 12 ახალი წევრი წარადგინა

13:20 ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2019

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოსკიდევ 12 ახალი წევრი წარადგინა. მათ შორის არიან პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი, ჰიდროინჟინერი გიორგი (გეგა) წურწუმია, მხატვარი ქეთევან მატაბელი, კონსტიტუციონალისტი ნინო თელია, გამომგონებლები - ბექა მიქაძე და ვახტანგ კოტრიძე, ასევე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ იურისტი ამირან ფაჩუაშვილი.

როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, „ლელო“ ეროვნულ თანხმობაზე, შერიგებაზე, მიტევებასა და მომავალზე ორიენტირებული ძალა უნდა იყოს.

„ამ ძალას ჰქმნიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ თავისი ქვეყანა და სამშობლო. ამ ძალას ქმნიან ადამიანების, რომლებსაც გაუკეთებიათ კონკრეტული საქმე, იციან გამარჯვების და დამარცხების გემო, მაგრამ ორიენტირებული არიან იმაზე, რომ ეს ქვეყანა იყოს იმ სიმაღლეზე, რაც მას ეკუთვნის“,  – აღნიშნა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ „ლელო“ 12 სექტემბერს, ანაკლიაში დააფუძნა, პირველი 12 წევრი კი 18 სექტემბერს წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]