weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

პოლიტიკაში დაბრუნებას გამოვრიცხავ – გიორგი კვირიკაშვილი

16:27 შაბათი, 28 სექტემბერი 2019

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. როგორც კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში აღნიშნა, მას ვერ ვიხილავთ ვერც მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულ მოძრაობაში.

„მე გამოვრიცხავ ჩემს პოლიტიკაში წასვლას თავიდან, ბევრი მიზეზის გამო. უბრალოდ, ეს ჩემი სურვილი არ არის. ამის უფლება მაქვს. ვფიქრობ, პოლიტიკაში უფრო ახალგაზრდა თაობის დროა. დადგა დრო ჩვენი შვილების თაობა, კონკრეტულად ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებმაც 30 წელს მიაბიჯეს ან 30 წელს გადასცდნენ, გარკვეული წარმატება მოიპოვეს ცხოვრებაში და არიან გულანთებული ადამიანები, მათი დრო არის. მე მგონია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა „ქართული ოცნებიდან“ წამოსულ დეპუტატთან, ეკა ბესელიასთან შეხვედრაზეც გააკეთა კომენტარი.

„ეკას გუშინ შევხვდი ქალაქის ცენტრალურ ადგილას. გადაწყვიტეს ამისთვის დაერქმიათ საიდუმლო მოლაპარაკებები. არ ვიცი, ესეთ ადგილას როგორ შეიძლება საიდუმლოდ ელაპარაკო ადამიანს. ეკასთან მქონდა ჩვეულებრივ, მიმდინარე საკითხებზე საუბარი. ის ძალიან გულგატეხილია და მგონია, არა უსაფუძვლოდ. მის წინააღმდეგ ძალიან ბინძური კამპანია მიმდინარეობს და ის ნამდვილად არ იმსახურებს ამას. ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებისთვის, ქვეყნისთვის და თვითონ ბიძინა ივანიშვილისთვისაც არ არის კარგი, რომ ის ადამიანები გადმოაპორტიროს სასამართლო სისტემაში, რომელთაც, მაგალითად, სულხან მოლაშვილი გაასამართლეს. ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად 2015 წლის დეკემბერში დაინიშნა, 2018 წლის 13 ივნისს კი გადადგა. გადადგომის მიზეზად მან ფუნდამენტურ საკითხებზე „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები დაასახელა. ივანიშვილის თქმით კი, კვირიკაშვილი იმიტომ გადადგა, რომ მართვა აღარ შეეძლო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]