weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გახარია: 2020 წელს მასწავლებლის ხელფასი 300 ლარით გაიზრდება, სოფლის ექიმის – 100 ლარით

14:08 ორშაბათი, 30 სექტემბერი 2019

საქართველოს-პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მასწავლებლის, საბავშვო ბაღის პედაგოგის, სოფლის ექიმის, სამართალდამცველისა და ჯარისკაცის ხელფასი იზრდება.

გახარიამ მომავალი წლის ბიუჯეტი დღეს, მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განიხილა.

„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ისე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. 2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით. ასევე, საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება სშუალოდ 100 ლარით.

გარდა ამისა, გაგრძელდება ხელფასების მატება სამართალდამცველების, ჯარისკაცების და მათთან გათაბნაბრებული პირებისთვის და სახელმწიფო მისი ვალდებულებების ფარგლებში, ამ ჯგუფს ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით.

2020 წლის პირველი ივლისიდან ასევე გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასები - 100 ლარით.

ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს არის მინიმუმი, რომლითაც აუცილებლად და ეფექტურად უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, ხაზგასმით აღვნიშნავ, პირველ რიგში, იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყნის განვითარება და მომავალი – ბავშვები, პენსიონერები, მასწავლებლები, სამართალდამცველები და ჯარისკცები და რა თქმა უნდა, ექიმები“, – აღნიშნა გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]