weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კახა კახიშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

22:36 ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2019

კახა კახიშვილი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო, სამართლებრივ საკითხებში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მრჩევლად დაინიშნა.

კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დანიშნა, მანამდე ის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი იყო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი ნათია მეზვრიშვილი იქნება. გიორგი გახარია შს მინისტრობის პერიოდში მეზვრიშვილი მისი მოადგილე იყო, პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ კი მისი აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]