weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამში არ იჯდა - ქუცნაშვილი

14:00 პარასკევი, 04 ოქტომბერი 2019

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, სავარძელი, რომელშიც 20 ივნისს რუსეთის დუმის კომუნისტი წევრი სერგეი გავრილოვი მოთავსდა, ამ შემთხვევაში არა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არამედ მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის სავარძელი იყო.

ქუცნაშვილმა სამი თვის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„როცა ამბობთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სკამში იჯდა, არ გეწყინოთ, ის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში კი არ იჯდა, ის იჯდა ასამბლეის პრეზიდენტის სკამში. მიხვდით?

ის აქ არ იყო ჩამობრძანებული როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ან როგორც რუსეთის მთავრობის წარმომადგენელი. გვერდი-გვერდ სხედან კვიპროსი და თურქეთი, როდესაც ერთს მეორე ჰყავს დაპყრობილი, საბერძნეთი და თურქეთი, როდესაც საუკუნოვანი მტრობა აკავშირებთ და ა.შ“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, დეზინფორმაციაა, თითქოს გავრილოვი აფხაზეთში საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა: „ის ჯარშიც კი არ არის ნამყოფი და დედით ქართველია ეს პიროვნება“.

როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, საქართველოში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის გამართვა „თვისობრივად ხელს შეუწყობდა პილიგრიმული ტურიზმის განვითარებას“.

20 ივნისს, თბილისში, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოშიც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. გავრილოვმა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტიც არის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და იქიდან მიმართა დელეგატებს. ამ ფაქტმა საზოგადოების პროტესტი და მრავალათასიანი აქცია გამოიწვია. ზაქარია ქუცნაშვილი იძულებული გახდა, დუშეთის, თიანეთსა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატზე უარი ეთქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]