weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გავრილოვს მიკროფონი ჩაურთო და შეიძლება სკამიც დაუდო აქციების ლიდერის მამამ - ქუცნაშვილი

16:32 პარასკევი, 04 ოქტომბერი 2019

პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში როგორ აღმოჩნდა გავრილოვი, მიკროფონი ჩაურთო და შეიძლება სკამიც დაუდო აქციების ერთ-ერთი ლიდერის მამამ. იქნებ ეგეც მოიკითხოთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წერმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

როგორც გაირკვა, ქუცნაშვილი გულისხმობდა 20 ივნისს, თბილისში დაწყებული საპროტესტო აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორისა და მონაწილის, გიგა მაქარაშვილის მამას.

გიგა მაქარაშვილი ქუცნაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, მამამისს, ნუკრი მაქარაშვილს პარლამენტში მუშაობის 22-წლიანი გამოცდილება აქვს და მისი მოვალეობა მიკროფონოებისა და ხმის გამაძლიერებლების გამართულად მუშაობაა.

20 ივნისს, თბილისში, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოშიც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. გავრილოვმა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტიც არის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და იქიდან მიმართა დელეგატებს. ამ ფაქტმა საზოგადოების პროტესტი და მრავალათასიანი აქცია გამოიწვია. ზაქარია ქუცნაშვილი იძულებული გახდა, დუშეთის, თიანეთსა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატზე უარი ეთქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]