weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

დაძაბულობა ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში – პრეზიდენტი

13:13 ორშაბათი, 07 ოქტომბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული დაძაბულობა ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში. პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია დეესკალაცია და გამოსავლის მოძებნა.

სალომე ზურაბიშბილის განცხადებით, ოკუპაციის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრაზე ისაუბრეს.

„ჩვენ ვისაუბრეთ კონფლიქტურ სიტუაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იმ აუცილებლობაზე, რასაც მე ვახსენებ ჩვენს პარტნიორებს, რომ აუცილებელია სხვა კონფლიქტთან ერთად, უკრაინის კონფლიქტთან ერთად საქართველო არ იყოს მივიწყებული.

ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაძაბული სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში და აუცილებელია დეესკალაცია ერთი მხრივ და მეორე მხრივ, რამე გამოსავლის ძებნა.

ერთ-ერთი მიმართულება არის გაძლიერება მოლაპარაკებების იმ ფორმატებში, რაც არსებობს, ასევე სხვა ფორმატებშიც, სადაც სხვა კონფლიქტებიც შეიძლება იყოს განხილული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, დეესკალაციის მეორე მიმართულება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არეალის გაზრდაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]