weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სალომე ზურაბიშვილი გურჯაანის ღვინის ფესტივალს დაესწრება

11:48 შაბათი, 12 ოქტომბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 12 ოქტომბერს, გურჯაანის ღვინის ფესტივალს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ფესტივალს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მოწვევით ესპანეთის, ლიეტუვის, უკრაინის, სლოვაკეთის, ბელარუსის და ესტონეთის დელეგაციებიც დაესწრებიან.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს მესამედ იმართება და მისი მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.

„ღვინის ფესტივალი წარმოადგენს გლეხის მიერ ქვევრში დაყენებულ ღვინის, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებულ 150-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, სხვადსხვა ფერისა და ასაკის ღვინის, ჭაჭისა და სხვა სასმელების გამოფენას ტრადიციულ კერძებთან ერთად“,– აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ კახური და ევროპული ღვინო, დაესწრნენ ხელთნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებს; დაათვალიერონ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები და მოისმინონ ქართული პოლიფონიური სიმღერები.

ღვინის ფესტივალი 14:00 საათზე, ახტლის პარკში დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]