weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ღვინის და ვენახის აღორძინება საქართველოს აღორძინებაა – სალომე ზურაბიშვილი

13:08 კვირა, 13 ოქტომბერი 2019

„საქართველოს ისტორიაში აღორძინება ყოველთვის ვენახით იწყებოდა. როცა შემოვიდოდა დამპყრობელი, გაანადგურებდა ვენახს, ქართველი გლეხი ისევ ვენახის გასაშენებლად შრომობდა, რასაც მოჰყვებოდა ქვეყნის აღორძინებაც“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც გურჯაანში გამართულ ღვინის ფესტივალს დაესწრო.

პრეზიდენტის თქმით, დღესაც ღვინის და ვენახის აღორძინება საქართველოს აღორძინებაა.

„ღვინის სამშობლოს სახელი ჩვენ უკვე გავიტანეთ საზღვარგარეთ და ამ ზეიმსაც ბევრი უცხოელი სტუმარი ესწრება. დღეს საქართველო ღვინის წარმოებაში მთავარი და წამყვანი ქვეყანაა - ყველაზე ძველი, ყველაზე საინტერესო და სამომავლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი, რამეთუ ჩვენთან უკვე ვითარდება ბიოღვინის მრეწველობა, რადგან ჩვენ უკვე წინასწარ ვიცით რა სჭირდება მსოფლიოს მომავალში. გლეხებმა თავად დაიწყეს ღვინის წარმოება, რაც ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ, რომ ბევრი ქალი ჩაუდგა ამ საქმეს სათავეში და ძალიან წარმატებულადაც. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან ცოცხალი, ძალიან ენერგიული, და ძალიან წინდახედულია“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი გუშინ, 12 სექტემბერს ახტალის პარკში გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, საწნახელში ღვინის დაწურვის პროცესს დაესწრო, კახური ტრადიციული ღვინო დააგემოვნა და ღვინის ფესტივალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]