weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რამეს თუ დავაპირებ, უთუოდ გაგაგებინებთ – ზურაბიშვილი პუტინთან შეხვედრაზე

13:57 ორშაბათი, 14 ოქტომბერი 2019

„მე რამეს თუ დავაპირებ, უთუოდ გაგაგებინებთ“, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას მას შემდეგ, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა.

საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ერთმანეთს პირველად 2019 წლის 26 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ. როგორც სერგეი ლავროვმა განაცხადა, შეხვედრას დავით ზალკალიანი ითხოვდა.

„სხვა საკითხებს შორის, მას აინტერესებდა, როდის იქნება შესაძლებელი საჰაერო მიმოსვლის განახლება. მე ავუხსენი, რომ ჩვენ არასდროს ვეძებდით საქართველოსთან ჩხუბის ხელოვნურ მიზეზებს“, – განაცხადა ლავროვმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, მხარეებმა იმსჯელეს ყველაფერზე: „ძირითადი თემა იყო დეოკუპაცია, უკანონო ბორდერიზაცია, ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ბევრი პრობლემური საკითხი, მათ შორის რაც არის დაკავშირებულ ჟენევის მოლაპარაკებებთან, საქართველოს პოზიციასთან და რუსეთის დამოკიდებულებასთან“.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის საგარეო უწყების შუამავლობით შედგა, მიესალმა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეაჩეროს უკანონო ოკუპაცია და შეამციროს დაძაბულობა“, – განაცხადეს საელოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]