weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ცინიზმია, როცა ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აკრძალულია და აბორტი დაშვებული – ერქვანია

14:52 სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალექსანდრე ერქვანიამ განაცხადა, რომ საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე იმყოფება. დეპუტატმა ყურდღება აბორტებზე გაამახვილა და თქვა, რომ ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად, ქვეყანაში 30 ათასამდე აბორტი კეთდება.

„სპეციალისტთა აზრით, არარეგისტრირებულ აბორტთა რიცხვი ბევრად მეტია. ცინიზმია, როცა ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აკრძალულია, სახელმწიფო მშობლებს კანონით ანიჭებდეს უფლებას, საკუთარი შვილების სიკვდილით დასჯის.

აბორტი არის ადამიანის მკვლელობა. მუცლად მყოფი ბავშვი, ჩასახვის მომენტიდან სრულყოფილი ადამიანური ორგანიზმია. ნაყოფის მოკვდინებასა და სხვა მკვლელობას შორის არ არსებობს განსხვავება, მეტიც, მშობლების მიერ საკუთარი უმწეო და უდანაშაულო შვილების დაჩეხვა-დანაწევრება მკვლელობის ყველაზე ამაზრზენი ფორმაა.

 სანამ ამ საშინელ ბოროტებას ხელისუფლება უმოქმედობით, ხოლო საზოგადოება დუმილით დაუჭერს მხარს, არანაირი წინსვლა, კეთილდღეობა და განვითარება არ გვექნება.

ცინიზმია ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტად ადამიანი და მასზე მზრუნველობა იყოს გაცხადებული და მშვიდად ვუყურებდეთ 100 ათასობით მუცლად მყოფი ბავშვის დაღვრილ სისხლს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

ალექსანდრე ერქვანიამ მთავრობას მიმართა, შობადობის გაზრდის მიზნით განახორციელოს ეფექტური ღონისძიებები და ქვეყანაში გამოაცხადოს საგანგებო დემოგრაფიული მდგომარეობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]