weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ნებისმიერ სფეროში მხარი უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს – ფაშინიანი

18:12 სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019

„დარწმუნებული ვარ, საქართველოში შეამჩნიეს, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერად ჩემი არჩევის პირველივე დღიდან სომხურ-ქართული მეგობრული ურთიერთობები ვითარდება განსაკუთრებული სითბოთი“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც ერევანში საქართველოს მთავრობის მეთაურს, გიორგი გახარიას შეხვდა.

ფაშინიანის თქმით, საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„შემთხვევითი არ არის, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი გასვლითი ვიზიტი შედგა საქართველოში. ჩვენი კონტაქტების დინამიკა, ურთიერთნდობის დონე და თქვენი ვიზიტი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან ურთიერთობას. მნიშვნელოვნად და ეფექტურად ვაფასებ ჩვენს დღევანდელ მოლაპარაკებებს, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ურთიერთობების მაღალი დონე და ორმხრივი მზაობა მათი შემდგომი განვითარების სტიმულირებისთვის“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანმა ღნიშნა, რომ ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე მაღალი სეფასება მიეცა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სომხურ-ქართული მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობის განახლებას.

„დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, ასევე ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების, ასევე რეგიონული მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

ჩვენ საერთო მოსაზრება გვაქვს ორმხრივი ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავების საკითხშიც. ხაზი გავუსვით ერთმანეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას და მაღალი შეფასება მივეცით ამ მიმართულებით გაწეულ ყველა ძალისხმევას.

საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხთაგანია რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების გარემოს ჩამოყალიბება. ამ მხრივ, დარწმუნებული ვართ, სომხურ-ქართული ურთიერთობები უნდა განვითარდეს, გარე ფაქტორების ხელშეშლის გარეშე.

ჩვენ სტიმული უნდა მივცეთ და ნებისმიერ სფეროში მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს. ამ კონტექსტში შევეხეთ რეგიონულ კონფლიქტებს. ჩვენ ერთხმად ვაცხადებთ, რომ ეს კონფლიქტები უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად და ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხში“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

გიორგი გახარია სომხეთს ოფიციალური ვიზიტით დღეს, 15 სექტემბერს ეწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]