weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ივანიშვილმა მითხრა „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!“ – მამუკა ხაზარაძე

10:56 ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019

„თიბისი ჰოლდინგის“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ურჩია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის თავი დაენებებინა.

„არ დამავიწყდება ძალიან ცუდი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან 2017 წელს. ეს არის ის დრო, როდესაც ჩვენ უკვე 20 მილიონი ინვესტირებული გვაქვს პორტში, წინა განვითარების პროგრამაში. მიდის გეოლოგიური შესწავლა, უცხოელები არიან ჩამოსულები და ა.შ. სულ ვაყენებდი საქმის კურსში მას, შევხვდი მის რეზიდენციაში, საუბარი დაიწყო ძალიან მძიმედ, მითხრა, მოდი შევეშვათ ანაკლიას, შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი. ასეთი რაღაც მითხრა: „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!“ მე მეგონა, რომ რაღაც შაყირთან გვქონდა საქმე, ვუთხარი, რომ ის კომპანია, SSA Marine ამ პროექტის მმართველი უნდა იყოს 25 წლის განმავლობაში. ვუთხარი, ყვითელი ზღვა იციან, წითელი ზღვა და შავი ზღვა რა პრობლემაა... და რომ მივხვდი, რომ იუმორზეც აღარ გვქონდა საუბარი“, - აღნიშნა ხაზარაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში.

კითხვაზე რა არის ბიძინა ივანიშვილის მიერ ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მიზეზი, ხაზარაძემ თქვა: „მან ერთ-ერთ დიპლომატთან განაცხადა, რომ ანაკლია თურმე მამუკას, კვირიკაშვილს და ჩვენს ჯგუფს სჭირდებოდა პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად და ეს არ არის ეკონომიკური პროექტი. ეს რას ნიშნავს, ვერც მე გავიგე. ეს არის ეჭვიანობის ნიადაგზე რაღაცა იდეის ჩამოყალიბება და მეორე - მე ვთვლი, რომ ეს არის რუსული ზეგავლენა. შუა აზიის ქვეყნებისთვის ანაკლია არის გასავლელი, უზარმაზარი ჭიშკარი, რომლითაც ისინი ასცდებიან რუსეთის ტრანზიტს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილს რუსეთის წინაშე ვალდებულებები აქვს, რადგან ამ ქვეყნიდან „6 მილიარდით“ გამოსვლა შეძლო.

„თიბისი ჰოლდინგი“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი და ძირითადი პატნიორია. მამუკა ხაზარაძემ და „თიბისი ჰოლდინგის“ კიდევ ერთმა დამფუძნებლმა, ბადრი ჯაფარიძემ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭო მას შემდეგ დატოვეს, რაც პროკურატურამ მათ ბრალი წარუდგინა. ხაზარაძე და ჯაფარიძე მათ მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას, ხელისუფლების მიერ ანაკლიის პორტის პროექტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]