weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ვიღაცებს არ მოსწონთ ჩვენი რეფორმები და შავ პიარს ავრცელებენ – თურნავა გადადგომაზე

13:45 ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „ორკესტრირებულ შავ პიარს“ უწოდებს მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. თურნავას თქმით, ამის უკან გარკვეული ჯგუფები დგანან, ვისაც მთავრობის მიერ განხორციელებული ძალიან ბევრი რეფორმა არ მოსწონს.

„ეს იყო ორკესტრირებული შავი პიარის ნიმუში, რაც განხორციელდა ჩემთან მიმართებაში. ვრცელდებოდა ცრუ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია და მე ამას ასე ვხსნი – ჩვენ, ჩვენი მთავრობა, ეკონომიკური გუნდი, ჩვენი სამინისტრო ახორციელებს ძალიან ბევრ რეფორმას. ეს რეფორმები, საბოლოო ჯამში, იწვევს მეტ კონკურენციას. არსებობს გარკვეული ჯგუფები, ვისაც ეს არ მოსწონთ“, – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ტოვებდა, 14 ოქტომბერს ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]