weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ანა დოლიძე დავით გარეჯისთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

17:58 ორშაბათი, 21 ოქტომბერი 2019
დავით გარეჯი - ფოტო „რეგინფოს“ არქივიდან დავით გარეჯი - ფოტო „რეგინფოს“ არქივიდან

„დაცული ტერიტორიის სტატუსი საშუალებას მოგვცემს, რომ დავით-გარეჯი გადაიქცეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის რეგიონულ ობიექტად, რომლის საერთო სარგებლობის შესაძლებლობა ტურისტული, ეკოლოგიური, ეკონომიკური და კულტურული საშუალებით გვექნება ორივე მხარეს. ეს განმუხტავს დაძაბულობას ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის და ამავე დროს დავით-გარეჯს მსოფლიო მიზიდულობის ობიექტად გადააქცევს“, - განაცხადა ანა დოლიძემ. 

მისივე თქმით, საერთო მოხმარების დაცული ტერიტორიები შექმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას, მათ შორის კანადასა და ამერიკას შორის, პოლონეთსა და ჩეხეთს შორის, ნორვეგიასა და შვედეთს შორის.

„ეს მოხდა სწორედ იმიტომ, რომ თავის დროზე ტრანსსასაზღვრო დაძაბულობები იყო ამ ქვეყნებს შორის. ეს 200 გვერდიანი გეგმა მომზადებულია მეცნიერთა დიდი ჯგუფის მიერ ბევრი წლის წინ, მხარდაჭერილია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, მათ შორის მსოფლიო ბანკის დახმარების მეშვეობით. გეგმაში კარგადაა აღწერილი ის უზარმაზარი სარგებელი, რომელსაც დავით-გარეჯისთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება მოუტანს საქართველოს“, - აღნიშნავს დოლიძე.

იგი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ ხელიდან არ გაუშვას ეს უნიკალური შესაძლებლობა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს იმისთვის, რომ დავით გარეჯს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭოს.

8 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა და სთხოვა, ვიდრე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი დასრულდება, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სტატუს-კვო აღდგეს და სასულიერო პირებს, მომლოცველებსა და ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონახულებაზე.

9 ოქტომბერს გახარია ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები ქართული სამღვდელოებისთვის 10 ოქტომბრიდან გაიხსნებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]