weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრად „ოცნებამ“ სოსო სტურუა წარადგინა

13:23 ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2019

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრად ფრაქცია „ქართული ოცნება-აჭარამ“ სოსო სტურუა წარადგინა. სტურუა აჭარის ტელევიზიის დირექტორად მუშაობდა 2013-2016 წლებში. 2017 წლიდან კი აჭარის საარქივო სამმართველოს დირექტორის მოადგილედ მუშაობს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნება-აჭარის“ 22 ოქტომბრის სხდომაზე ფრაქციის წევრებმა - დავით ბაციკაძემ, ცოტნე ანანიძემ და ვახტანგ წულაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილი კონცეფციები განიხილეს და მრჩევლად ასარჩევად ერთხმად დაუჭირეს მხარი, უმაღლესი საბჭოსთვის სოსო სტურუას კანდიდატურის წარდგენას.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი კანდიდატი უნდა წარადგინოს. ჯერ-ჯერობით უცნობია ვის დაუჭერენ მხარს „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ დეპუტატები.

მრჩეველთა საბჭოს 4 წევრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა 13 კანდიდატს შორის უნდა შეარჩიონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 4 წევრს - ნატა იმედაიშვილს, ბეჟან გობაძეს, გიორგი ირემაძესა და ირაკლი დარცმელიძეს უფლებამოსილების ვადა ისე ეწურებათ, რომ ნათია კაპანაძის გათავისუფლების შემდეგ ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ვერ აირჩიეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]