weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის მიმართ შესაძლო მუქარაზე გამოძიება დაიწყო

12:43 ოთხშაბათი, 13 ნოემბერი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა „ქართული მარშის“ ლიდერის - ალექსანდრე (სანდრო) ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს.

სანდრო ბრეგაძეს 12 ნოემბერს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის უფლება არ მისცეს, რა დროსაც მან სახალხო დამცველის ოფისთან პატრული გამოიძახა. ბრეგაძე აცხადებდა, რომ მას გადაადგილების უფლებას უზღუდავდნენ.

„ლომჯარია, შენ ხარ სახალხო დამგველი და არა სახალხო დამცველი. ერთ კვირაში აქ მოხდება ისეთი რამ, რაც კინოფილმებშიც არ გინახავთ“, - განაცხადა ბრეგაძემ სახალხო დამცველის ოფისის დატოვებამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]