weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

თელავის სოფლებში მოსახლეობასთან ხელისუფლების შეხვედრები გრძელდება

11:44 სამშაბათი, 19 ნოემბერი 2019

კახეთში მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გრძელდება. თელავის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში - თეთრწყლებში, გულგულაში, ვარდისუბანში, ყარაჯალასა და რუისპირში მოსახლეობას ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ძირითად პრობლემებს შორის დასახელდა წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გარეგანათების და შიდა საუბნო გზების მოწყობა, სამელიორაციო სისტემის მოწესრიგება და ელექტროსადენების მოძველებული ბოძების ამოცვლა.

R - თელავის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]