weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ვიდგებით ქუჩების დასაცავად , რესურსი გვეყოფა 2 თვეც, 3 თვეც, პრობლემა არ იქნება - გომელაური

20:54 პარასკევი, 29 ნოემბერი 2019

„ჩვენ ვართ პოლიციელები, სადამდეც საჭირო იქნება, ვიდგებით დასაცავად ქუჩების, მოქალაქეების, მათ შორის მომიტინგეებისაც“, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს კითხვაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რკინის ბარიკადების აღმართვასთან დაკავშირებით.

გომელაურის განცხადებით პარლამენტის და კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე წინა დღეების გამოცდილებით პოლიციამ  შესაბამისი უსაფრთხოების ზომები მიიღო.

„ამ რკინის კონსტრუქციების დაყენება საჭირო იყო. აუცილებელი რომ არ ყოფილიყო არ დავამონტაჟებდით. საფრთხე იყო რა თქმა უნდა. რაც იყო აქამდე წინა დღეებში ვნახეთ, იძალადეს, გამომდინარე იქიდან რაც გავაკეთეთ არის უსაფრთხოების მიზნით.

ჩვენ ვართ პოლიციელები. სადამდეც საჭირო იქნება, ვიდგებით დასაცავად ქუჩების, მოქალაქეების, მათ შორის მომიტინგეებისაც. ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან. რასაც ვხედავთ იმას ვაკეთებთ. რესურსი გვეყოფა 2 თვეც, 3 თვეც, 4 თვეც თუ დაგჭირდება, პრობლემა არ იქნება.

არის გამოყოფილი ადგილები, შეიძლება იქ გამოხატონ პარლამენტის წინ პროტესტი. ასევე, ღიაა ჭიჭინაძის ქუჩა, პარლამენტის წინ არ დაგვიკეტია,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ითვალისწინებდა. მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემა რომ შეცვლილიყო, მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი ვერ დაარწმუნა. ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში გამართული აქციები რამდენჯერმე დაშალა წყლის ჭავლის გამოყენებით. დააკავეს აქციის ათობით მონაწილე, რამდენიმეს ხანგრძლივი ადმინისტრაციული პატიმრობაც შეუფარდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]