weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ქუცნაშვილს GNCC-ის წევრობა სურს, სადაც თვიური ხელფასი 16 ათასი ლარია

12:28 ოთხშაბათი, 18 დეკემბერი 2019

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა პირმა გამოთქვა. საკონკურსო ვადების დაცვით განცხადებები ნათია კუპრაშვილმა, ბეგლარ ლოგუამ, ნინო ქუბინიძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა და ხათუნა მაისაშვილმა წარადგინეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკურსის მონაწილე არცერთი კანდიდატი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად არ განიხილება, შესაბამისად, არცერთი მათგანი საქართველოს პრეზიდენტს არ წარედგინება.

კომუნიკაციების კომისიის წევრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ფრიუძეს უფლებამოსილება შეუწყდა. ფრუიძე „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანის ნათია ლაზაშვილის ქმარია და ინტერესთა კონფლიქტს ჰქონდა ადგილი.

ფრუიძის ანაზღაურება წელიწადში 194 488 ლარი იყო, რაც თვეში 16 000 ლარზე მეტს შეადგენს.

ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება 3 სექტემბერს შეუწყდა. ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატზე უარი 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ თქვა. ის საქართველოში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სხდომის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, რომელსაც რუსი დეპუტატი გავრილოვი ხელმძღვანელობდა. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]