weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ევროკავშირი ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

20:46 შაბათი, 21 დეკემბერი 2019

ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაპატიმრებული ქართველის ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. განცხადება ევროკავშირის საგარეო სამსახურმა გაავრცელა.

„9 ნოემბერს, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შემდეგ, ევროკავშირმა არაერთხელ მოითხოვა მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება. დღევანდელი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ კვლავ ვაჟღერებთ ჩვენს მოლოდინს, რომ ცხინვალში კონტროლის განმახორციელებელი ხელისუფლება დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს და იგი ოჯახს დაუბრუნდება. ჩვენ აგრეთვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმა ადგილობრივი მოსახლეობის შეუზღუდავი და თავისუფალი გადაადგილების აღსადგენად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ახალგორის დე ფაქტო სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 20 დეკემბერს დამნაშავედ ცნო ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ უკანონო გადაკვეთაში და სასჯელის სახით 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ მას არავითარი საზღვარი არ დაურღვევია და რომ საქართველოს საზღვარი როკის გვირაბთანაა.

ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს, ახმაჯი-ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ქართველი ექიმი თბილისიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში იმ მიზნით გაემგზავრა, რომ სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა ახალგორში დაშავებული პედაგოგისთვის, თამარ გიგაურისთვის, რომელიც ჭაში ჩავარდა, მოტეხილობები ჰქონდა და მკურნალობას ვერ ახერხებდა.

2019 წლის 4 სექტემბრიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ ახალგორს შორის მიმოსვლა შეწყვეტილია. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ ცნობილი გახდა ინფორმაცია ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი არასათანადო სამედიცინო დახმარება იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]