weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

როდესაც 2012 წლამდე ვაზი იჩეხებოდა, ბატონი ბიძინა ვაზს ახარებდა - მინისტრი

18:10 კვირა, 29 დეკემბერი 2019

„როდესაც წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, მაშინ ბატონი ბიძინა ვაზს ახარებდა, უფასოდ არიგებდა ნერგებს და მომავალ თაობებს უნარჩუნებდა მემკვიდრეობას“, - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი ინგლისურენოვანი სამტომეულის „Georgia. History. Culture. Ethnography“ (საქართველო – ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია) პრეზენტაციაზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

„ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის საუნჯეს და უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია ჩვენი დიდი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი, ასეთი ადამიანია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ საშვილიშვილო და პატრიოტული საქმეების გარანტად დგას.

პოლიფონიური ნიმუშების შეგრვებაზე გამახსენდა ერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ისტორია, რომელიც დაკავშირებულია საგურამოში ჯიღაურას უნიკალურ მეურნეობასთან. იქ ივანიშვილმა და „ქართუ ფონდმა“ გადაარჩინეს ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები. ვაზსა და პოლიფონიას შორის ჰარმონიული კავშირი არსებობს. რამდენიმე ძირი იყო შემორჩენილი ამ ჯიშების და ბატონი ბიძინას ძალისხმევით მომავალ თაობას შეუნარჩუნდა ეს მემკვიდრეობა. დიდი მადლობა ბატონ ბიძინას და ყველა ადამიანს, რომელიც ასე ღირსეულად აგრძელებს დიდი ექვთიმე თაყაიშვილის საშვილიშვილო საქმეს“, - აღნიშნა ჩხენკელმა.

ინგლისურენოვანი სამტომეული, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა, აერთიანებს ნაშრომებს როგორც სამუსიკო ფოლკლორისა და საეკლესიო მუსიკის, ასევე, არქეოლოგიის, არქიტექტურის, საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესახებ. მას ერთვის აუდიო-ვიდეო მატარებელი („Flash-drive“), სადაც შესულია 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების, საკრავიერი მუსიკისა და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]