weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კასპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა თანამდებობა დატოვა

18:08 სამშაბათი, 10 მარტი 2020

კასპის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი თანამდებობიდან გადადგა. მერებაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო. ადგილობრივი საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები კი ამბობენ, რომ მერმა თანამდებობა გუბერნატორის და მაჟორიტარის მოთხოვნით დატოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკრებულოში მისი იმპიჩმენტი იგეგმებოდა. 

„თანამდებობიდან გადადგომა რამდენიმე თვის წინაც მინდოდა, თუმცა იმის გამო, რომ პროექტები დასრულებული არ იყო, მაშინ განცხადება აღარ დავწერე. ვფიქრობ, ის პერიოდი, რაც მე ამ თანამდებობაზე ვიყავი, ძალიან წარმატებული იყო. მიუხედავად ამისა, ყოველთვის საჭიროა ახალი სახეები. არ ვაპირებ საჯარო სექტორში დარჩენას. საქმიანობას კერძო სექტორში გავაგრძელებ“- უთხრა მანუჩარ მერებაშვილმა qartli.ge-ს.

საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მერებაშვილის განცხადება ცნობად მიიღო. ყოფილი მერი სხდომაზე არ მივიდა.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში თანამდებობას კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერი დატოვებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]