weather cur horoscope tv
აპრილი 01, 2020

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა

19:23 სამშაბათი, 17 მარტი 2020 hits 1032

საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩია. ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

იუსიტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ქადაგიძის კანდიდატურა 2020 წლის 11 მარტს წარუდგინა. პარლამენტმა ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 2019 წლის 12 დეკემბერს აირჩია. ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ხელმძღვანელობდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევამდე ნინო ქადაგიძე 2013 წლის ივნისიდან 2019 წლის 12 დეკემბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. 2002-2012  წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი/მოსამართლე. 2000-2002 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. 1994-2000 წლებში იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]