weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საკრებულოებში მაჟორიტარების რაოდენობა იზრდება

14:49 კვირა, 30 ივლისი 2017

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად მუნიციპალიტეტების (თვითმმართველი თემების) საკრებულოებში მაჟორიტარების რაოდენობა გაიზრდება.

თვითმმართველი თემების საკრებულოებში პროპორციული საარჩევნო სისტემით ისევ 15 წევრი აირჩევა, ხოლო მაჟორიტარული სისტემით არჩეულთა რაოდენობა გაიზრდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრებში. კერძოდ:

  • თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტი და 10 000- არ აღემატებ, მაჟორიტარული სისტემით აირჩევა საკრებულოს 2 წევრი.
  • ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია და 20 000- არ აღემატება, - საკრებულოს 3 წევრი.
  • ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია და 35 000- არ აღემატება, - საკრებულოს 4 წევრი.
  • ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000-ზე მეტია, საკრებულოში მაჟორიტარული სისტემით აირჩევა 5 წევრი.

თვითმმართველი ქალაქების - ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის საკრებულოები დაკომპლექტდება 25 წევრით - პროპორციული სისტემით არჩეული 15 წევრი და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 10 წევრი.

რაც შეეხება ქალაქ თბილისის საკრებულოს, იგი კვლავ 50 წევრისაგან შედგება, რომელთაგან 25 აირჩევა ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით, თბილისის მთელ ტერიტორიაზე.

ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების, ასევე საარჩევნო უბნების შექმნა ანდა მათი შეცვლა შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა (თბილისში და სხვა თვითმმართველ ქალაქებში - ცესკომ) 2017 წლის 1 აგვისტომდე უნდა განახორციელონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]