weather cur horoscope tv
მაისი 25, 2020

კრიმინალი მომატებული არ არის - ვახტანგ გომელაური

17:57 ოთხშაბათი, 01 აპრილი 2020 hits 314

„კრიმინალი მომატებული არ არის. ეს არის ცრუ ინფორმაციები. ერთეული შემთხვევები იყო და მთლიანი სტატისტიკით, ბევრად დაკლებულია რიცხვები. 3-ჯერ მეტი პოლიციელია გამოსულ დღეს, ადრე თუ იყო 10 პოლიციელი ერთ ობიექტზე, დღეს - 30 პოლიციელია იმ ადგილას. აქედან გამომდინარე, დაკლებულია კრიმინალი“, - განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება საყოველთაო კარანტინს, მინისტრის თქმით, ყველა რეგიონის მთავარი ქალაქი  კონტროლდება. „შესასვლელები, გასასვლელები - იმ შემთხვევაში, თუ დასჭირდებათ ჩაკეტვა როგორც მარნეულსა და ბოლნისში მოხდა, უსწრაფესად რომ განხორციელდეს  გადაკეტვა მთლიანად, ვთქვათ, რომელიმე ქალაქის, თუ საჭიროება იყო, თუ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანდაცვის სამინისტრო“, - აღნიშნა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოქალაქეები დაწესებულ შეზღუდვებს ემორჩილებიან და მოლოდინის მიუხედავად, გასული ღამის განმავლობაში მცირე რაოდენობით იყო სამართალდარღვევები.

„მეტ დარღვევებს ველოდებოდი, თუმცა, გუშინ, ღამე, როდესაც დაიწყო უკვე განსაკუთრებული მნიშვნელობის შეზღუდვები, ძალიან ცოტა - 17 დარღვევა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით. მეტს ველოდებოდი სტატისტიკურად. მთლიანობაში, 350-მდე მოგვიწია, სამწუხაროდ. ეს არავის არ გვიხარია, არც ჩვენ და არც რიგით პოლიციელებს, არც ხელმძღვანელობას, რომ ჯარიმები ვუწეროთ ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა იძულებული ვართ, რომ ეს გავაკეთოთ. სადღაც 350-მდე ადამიანი და 10-15-მდე საწარმო დაჯარიმდა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]