weather cur horoscope tv
მაისი 25, 2020

20 ივნისის ღამეს ქვეყანა არეულობისგან გადავარჩინეთ - გახარია

14:22 შაბათი, 04 აპრილი 2020 hits 702

„გავეცანი სახალხო დამცველის დასკვნას 20 ივნისთან დაკავშირებით და მე იქ ახალი ვერაფერი ვნახე; ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება, რაც ამ დასკვნამ დაადასტურა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, 20 ივნისის ღამეს არცერთი უკანონო ბრძანება არ გაცემულა.

„პროპორციულობის ნაწილში ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ თუ არის ძალაუფლების გადამეტების ცალკეული შემთხვევები, არსებობს პროკურატურა, სასამართლო და მოგეხსენებათ, რამდენიმე შემთხვევაში სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია. არცერთი უკანონო ბრძანება იქ არ გაცემულა და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიციელებს, რომლებმაც თავდაცვის მიზნით შეიძლება რეზინის ტყვიები გამოიყენეს, ამის ლეგიტიმური უფლება ჰქონდათ. პროპორციულობის ნაწილში შევთანხმდით და ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის გამოძიების საგანი.

ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა და ჩვენ ყველამ ერთად მაშინ გადავარჩინეთ ქვეყანა, სახელმწიფო ინსტიტუტი თავდასხმისგან, ქალაქიც და ჩვენი ქვეყნის მომავალიც დიდი არეულობისგან“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

სახალხო დამცველმა ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშთან ერთად გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში, რომელიც 20-21 ივნისის აქციის დარბევას და გამოძიებას ეხება. ანგარიშის მიხედვით, გამოძიების ფარგლებში დაკითხვისას, მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია და მისი მოადგილეები ადასტურებენ, რომ გასცეს ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება, თუმცა ამბობენ, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება მათ არ გაუციათ. სახალხო დამცველის განცხადებით, გამოძიება ორიენტირებული არ არის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის დადგენაზე. სახალხო დამცველი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის მიმართ, რადგან მისი ვალდებულება იყო თავის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები აღეკვეთა.

შეგახსენებთ, თბილისში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან გამოსვლას, ხალხმრავალი საპროტესტო აქციები და დაძაბულობა მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, გავრილოვი რუსული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მოსკოვში სასწრაფოდ დაებრუნებინა. იმავე საღამოს, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა პარლამენტის შენობის წინ, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით. საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240 ადამიანი, ორმა ადამიანმა კი თვალი დაკარგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]