weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა დატოვა

13:16 ოთხშაბათი, 08 აპრილი 2020

ქალაქ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეიწყვიტა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკიდან წავიდეს.

„2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი, გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული მერი. ეს იყო როგორც უდიდესი ნდობა, ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. იმ დღიდან დღემდე, მე და ჩემმა გუნდმა ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და დავასრულეთ, ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა, მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები.

მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს – გვერდით დგომისთვის, მედიას – თანამშრომლობისთვის. მშვიდობასა და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს!“, - წერს გიორგი ჭიღვარია ფეისბუკში.

მერის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე დავით ერემეიშვილი შეასრულებს.

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების ინფორმაციით, მერს თანამდებობა შიდაპარტიული დაპირისპირების გამო დაატოვებინეს.

შეგახსენებთ, 2019 წლის დეკემბერში თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ.

ბოლო ერთ თვეში უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეიწყვიტეს კასპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა, თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ და ონის მერმა ემზარ საბანაძემ. როგორც „რეგინფომ“ გამოარკვია, ემზარ საბანაძეს რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე და გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე დაუპირისპირდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]