weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ევროკავშირი საქართველოს პანდემიასთან საბრძოლველად 183 მლნ ევროს გამოუყოფს

12:27 ხუთშაბათი, 09 აპრილი 2020

ახალი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად ევროკავშირმა საქართველოს 183 მილიონი ევრო გამოუყო. აქედან თანხის ნაწილს საქართველო დაუყოვნებლივ მიიღებს, უფრო მეტს კი მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ „ტვიტერზე“ ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის დირექტორი ლოურენს მერედითი წერს.

დახმარებას მიიღებენ სომხეთი - 92 მილიონ ევროს, აზერბაიჯანი -14 მილიონ ევროს, ბელარუსი - 60 მილიონ ევროს, მოლდოვა - 87 მილიონ ევროს, უკრაინა - 190 მილიონ ევროს.

„უაღრესად ვაფასებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების ფარგლებში 183 მლნ ევროს ოდენობის თანხის გადამისამართებას კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

9 აპრილის 12:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 214 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 50, გარდაცვლილია 3 პაციენტი, კარანტინის რეჟიმშია 4722 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 408 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]