weather cur horoscope tv
მაისი 26, 2020

მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეთანხმების ერთგული დარჩეს - კარლ ჰარცელი ოქრუაშვილის საქმეზე

18:30 სამშაბათი, 14 აპრილი 2020 hits 1140

„ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს და აღძრავს კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი ქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

მისივე თქმით, გუშინდელი მოვლენები შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში.

ელჩი მოუწოდებს ყველა მხარეს, 8 მარტის შეთანხმების ერთგული დარჩეს.

13 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში ოქრუაშვილი გაამართლა, თუმცა დამნაშავედ ცნო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში. ოქრუაშვილი ბრალს არ აღიარებს და განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების ინფორმაციით, 2020 წლის 8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების ნაწილია პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ და შესაბამისად, რაიმე შეთანხმებაზე საუბარი სიმართლე არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]