weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

კომპანიებმა, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს და ანაზღაურება არ მისცეს, ყველას მივაკითხავთ

19:02 სამშაბათი, 14 აპრილი 2020

„იმ კომპანიებს, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს და ვისაც ანაზღაურება ეკუთვნოდა ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე და ესეც არ გადაუხადეს, მათ ყველას მივაკითხავთ, დარწმუნებულები იყვნენ ამაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, დღეს კრიზისის გამო, მთავრობას ამის დრო არ აქვს, მაგრამ ყველას თავისი სოციალური პასუხისმგებლობა უნდა ახსოვდეს.

„ადამიანს, რომელსაც კრიზისის გამო სამსახურიდან უშვებ, პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება აქვს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ადამიანს შესაბამისი გადასახადი გადაუხადოს. ეს ყველას კარგად ახსოვდეს. გადაივლის ეს კრიზისი და მერე ყველას მივხედავთ. ახლა ყველას კარგად გვესმის, რომ ახლა არის მომენტი, როცა ყველა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაითვალისწინოს. არ არის აქ სახელმწიფო ერთადერთი, ვინც ვალდებულია სოციალური პასუხისმგებლობა იკისროს როგორც მოქალაქეზე, ასევე იმ კომპანიაზე, რომელმაც ეს მოქალაქე ყველანაირი პასუხისმგებლობის გარეშე სამსახურიდან გაუშვა“, - აღნიშნა გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]