weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გურიის და სამეგრელოს პოლიციის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს

15:10 ოთხშაბათი, 22 აპრილი 2020
ფოტოზე - მერაბ წურწუმია ფოტოზე - მერაბ წურწუმია

გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შოთა ხაჟომია თანამდებობიდან გადადგა. თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა მერაბ წურწუმიამაც. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ადასტურებს. სამინისტროს განმარტებით, პერიოდულად ჩანაცვლება ხდება.

მერაბ წურწუმია სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსად 2019 წლის აპრილიდან მუშაობდა. მანამდე, 2016 წლის მაისიდან მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს უფროსად; 2015-2016 წელს იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი; 2015 წელს მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ .თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ოცეულის მეთაურის პოზიციაზე; 2014-2015 წლებში იყო – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს უფროსი; 2013-2014 წლებში საქმიანობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე; 2012-2013 წლებში იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი; 2007-2012 წლებში მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს I სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;

რაც შეეხება შოთა ხაჟომიას, ის გურიის პოლიციის დეპარტამენტს 2019 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. 2017 წლიდან ეკავა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა; 2016-2017 წლებში იყო ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი-გამომძიებელი და ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსი; 2015-2016 წლებში მუშაობდა შსს-ს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს, ოპერატიული უზრუნველყოფის მე-2 სამმართველოს (აღმოსავლეთის მიმართულება) მე-2 სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპეტორის თანამდებობაზე; 2014-2015 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი; 2010-2014 წლებში იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]