weather cur horoscope tv
თებერვალი 28, 2020

მცოცავი ოკუპაცია მაიკ პენსთან შეხვედრების მთავარი თემა იქნება - დავით ბაქრაძე

12:20 ორშაბათი, 31 ივლისი 2017 hits 1065

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრებზე მცოცავი ოკუპაცია იქნება უმთავრესი საკითხი, რასაც ქართული მხარე დააყენებს. ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ახალი ადმინისტრაციის საქმიანობის დაწყებიდან ექვს თვეში, არის განსაკუთრებული გზავნილი ამ ორმხრივი ურთიერთობის ძალიან მაღალი მნიშვნელობისა. პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის დროს და ასევე, რასაკვირველია, მაიკ პენსის თბილისში ვიზიტის დროს, მიმდინარე ოკუპაცია იქნება უმთავრესი საკითხი, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ“, - განაცხადა დავით ბქარაძემ.

ელჩის თქმით, ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უკვე მესამედ შეხვდებიან, მეტყველებს იმ მაღალ დინამიკაზე, რომელიც საქართველოს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობებში აქვს.

მაიკ პენსი საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში დღეს ეწვევა. ის ესტონეთიდან ჩამოვა, საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ კი მონტენეგროში გაემგზავრება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის გარდა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებსაც შეხვდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]