weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

„ევროპული საქართველოდან“ ზუგდიდის საკრებულოს წევრს ბრალი წარუდგინეს

21:45 ორშაბათი, 25 მაისი 2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს და ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ხელმძღვანელს ბათლომე შელიას ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. ამავე საქმეზე ბრალდებულია „წითელი ჯვრის“ მოხალისე დავით ღურწკაიაც.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დავით ღურწკაიამ როსტომ ზარანდიას თავის არეში დაზიანება მიაყენა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ  იმავე დღეს, დაახლოებით 14:45 საათზე, ღურწკაიასა და ზარანდიას შორის არსებული დაპირისპირების მიზეზის გარკვევისას, ბართლომე შელიამ როსტომ ზარანდიას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც როსტომ ზარანდიამ, ასევე თავის არეში დაზიანება მიიღო. 

ბართლომე შელია მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

„სახლში ვიყავი. ახალგაზრდებმა დამირეკეს, როსტო გავდევსო. იქ მოხდა კონფლიქტი. ჩხუბსაც ვერ დავარქმევ. უბრალოდ პასუხი მოვთხოვე, ნუ დასდევ მეთქი ბავშვებს. ამის ნიადაგზე მანქანიდან გადმოსვლის საშუალება არ მივეცი. მხოლოდ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მე მოძალადედ გამომიყვანა“, - ამბობს შელია „ლაივპრესთან“ საუბარში.

როსტომ ზარანდიას თქმით, ბართლომე შელიას სურს, რომ თავი დაჩაგრულად წარმოაჩინოს და ამით, მოსალოდნელი პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს. მისივე განმარტებით, ის სამოქალაქო აქტივისტია, ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს და არც მათთან შეთანხმებით მოქმედებს.

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანის გიგი უგულავას განცხადებით, ბართლომე შელია გამოკვეთილი პოლიტიკოსია ზუგდიდში და ხელისუფლება ამიტომ ცდილობს მის დაშინებას.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს 26 მაისს მიმართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]