weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველო აშშ-ის ორბიტას უბრუნდება - BBC მაიკ პენსის ვიზიტს ეხმაურება

21:45 ორშაბათი, 31 ივლისი 2017

"საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ორბიტას უბრუნდება" - ასეთი სათაურით გამოეხმაურა "ბი ბი სის" რუსულენოვანი სამსახური თბილისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს, რაც ანალიტიკოსების აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკაში კვლავ დაიწყეს მნიშვნელოვანი ყურადღების დათმობა თავისი ახალი, არატრადიციული მოკავშირეებისა და პარტნორებისთვის.

"პენსის ვიზიტს სიმბოლური ხასიათი აქვს და აჩვენებს, რომ აშშ დიდ ყურადღებას მიაქცევს ახალ მოკავშირეებს", - ამბობს გამოცემასთან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე.

მაიკ პენსი მეუღლესთან კარენ პენსთან ერთად, საქართველოში დღეს საღამოს ესტონეთიდან ჩამოფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მისი მეუღლე, მაკა ცინაძე დახვდნენ. დახვედრის ოფიციალური ცერემონიაზე შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მის მეუღლეს და აშშ-ის დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

ხვალ, 1-ელ აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც, 11:15 საათზე, მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

15:15 საათზე მაიკ პენსი საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთად სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017"-ის მონაწილე სამხედროებს შეხვდება.

ცნობილია, რომ აშშ ვიცე-პრეზიდენტი ხვალ სიონის ტაძარს დაათვალიერებს, სადაც მას საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II უპასპინძლებს.

მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში ხვალ საღამოს დასრულდება, რის შემდეგაც ის მონტენეგროში გაემგზავრება.

პენსი აცხადებს, რომ ევროპულ ტურნეში დონალდ ტრამპის დავალებით "მარტივი მესიჯის" გასავრცელებლად იმყოფება.

„ეს არის ის, რომ „ამერიკა პირველ რიგში“ არ ნიშნავს „მხოლოდ ამერიკას“. ჩვენი მესიჯი ბალტიის ქვეყნების, საქართველოსა და მონტენეგროსადმი ერთიდაიგივეა: ჩვენო მოკავშირეებო აქ, აღმოსავლეთ ევროპაში, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“, - განაცხადა პენსმა ტალინში.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]