weather cur horoscope tv
თებერვალი 28, 2020

ტრამპმა ქართველ ხალხთან გზავნილი გამომატანა: ჩვენ თქვენს გვერდით ვართ - მაიკ პენსი

23:36 ორშაბათი, 31 ივლისი 2017 hits 1044

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა პირველი განცხადება გააკეთა. მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გზავნილი გაახმოვანა.

„ბატონო პრემიერი, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენს მშვენიერ ქვეყანაში ჩემი და ჩემი მეუღლის გულთბილი მიღებისათვის. გადმოგცემთ მოკითხვას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან, რომელმაც თქვენთან, თქვენს მთავრობასთან და მამაც ქართველ ხალხთან, ძალიან მარტივი გზავნილი გამომატანა - ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, თქვენს გვერდით ვართ, თქვენი თავისუფლებისა და საერთო ღირებულებებისთვის. განსაკუთრებით მადლიერი ვარ იმ შეხვედრისათვის, რომლებიც ხვალ იგეგმება - შეხვედრა ქართულ და ამერიკულ შეიარაღებულ ძალებთან, რომლებიც ერთად მუშაობენ და ერთობლივ ოპერაციებს აწარმოებენ. ქართველმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში დაამტკიცა საკუთარი სიმამაცე, დამოუკიდებლობისადმი სიყვარული. ეს არის ხალხი, რომელიც იცავს იმას, რისიც სწამს. დამოუკიდებლობის სულისკვეთება ქართველებსა და ამერიკელებს ერთნაირი აქვთ," - განაცხადა მაიკ პენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თბილისში 31 ივლისს ჩამოვიდა. 1-ელ აგვისტოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მისი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაიმართება. 15:15 საათზე მაიკ პენსი საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთად სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017"-ის მონაწილე სამხედროებს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.

ცნობილია, რომ აშშ ვიცე-პრეზიდენტი სიონის ტაძარს დაათვალიერებს, სადაც მას საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II უპასპინძლებს.

მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში 1-ელ აგვისტოს, საღამოს დასრულდება, რის შემდეგაც ის მონტენეგროში გაემგზავრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]