weather cur horoscope tv
სექტემბერი 27, 2020

ჩემთვის სულერთია, მთავრობის ხელმძღვანელი ვიქნები, თუ ფერმერი - გახარია

16:34 პარასკევი, 05 ივნისი 2020 hits 459

„საბოლოო ჯამში, პერსონალურად ჩემთვის, არ აქვს მნიშვნელობა, სად ვიქნები, მთავრობაში ვიქნები, მთავრობის ხელმძღვანელი ვიქნები თუ ფერმერი, მე ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ" - ასე პასუხა პრემიერმა ჟურნალისტების შეკითხვას, მის შესაძლო გადადგომაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ.

 გიორგი გახარიამ კომენტარი იმერეთში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 „ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზნითაა ეს ხმები გავრცელებული. თქვენ მინდა გითხრათ მადლობა, რომ უკვე იმუნიტეტი შემძინეთ. რეაქცია აღარ მაქვს, იმდენჯერ იყო ეს შეკითხვა დასმული“ - განაცხადა პრემიერმა.

 ინფორმაცია გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომის შესახებ ორი დღის წინ გავრცელდა, თუმცა ეს ხმები მაშინვე უარყო მმართველმა გუნდმა და მას ოპოზიციის მიერ გავრცელებული ყალბი ამბავი უწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]