weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

აშშ მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას – მაიკ პენსი

13:56 სამშაბათი, 01 აგვისტო 2017 hits 1565

ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სურვილს, გაწევრიანდეს NATO-ში. ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მტკიცედ ვუჭერთ მხარს, საქართველოს მისწრაფებას NATO-ს წევრობისადმი. ჩვენ გავაგრძლებთ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რათა გავაძლიეროთ საქართველოს NATO-სთან დაახლოება, რომ საქართველო ერთ დღეს მისი წევრი გახდეს. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს პროგრესს არა მხოლოდ ბოლო 25, არამედ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა მაიკ პენსმა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამერიკა ასევე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძალღონეს არ დაიშურებს რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.

„რაც შეეხება რუსეთის აგრესიას, ამ წუთში ჩვენ აქ ვდგავართ და რუსეთის ტანკები განლაგებულია დაახლოებით 40 კილომეტრის დაშორებით. აშშ გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, გავაგრძელებთ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროს განმტკიცებას საქართველოში და ვეცდებით, რომ ძალღონე არ დავიშუროთ, რათა მივაღწიოთ მშვიდობიან მოგვარებას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ – განაცხადა მაიკ პენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დღეს ის უკვე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრს. ოფიციალური ვიზიტის დასრულებამდე მაიკ პენსი საქართველოს პრეზიდენტთანაც გამართავს შეხვედრას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]