weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სააკაშვილი ქართველია, უკრაინაში ის არ არის ოფიციალური პირი – უკრაინის ელჩი

21:13 ხუთშაბათი, 11 ივნისი 2020

„უკრაინის ხედვაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში, ის არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი წარმოშობით და სულით და ის არასდროს შეწყვეტს იყოს ქართველი“, – განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

იგორ დოლგოვის თქმით, საქართველო მიხეილ სააკაშვილის ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და საქართველო სულ მის გულშია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, რომ არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას და გამარჯვებისთვის ემზადება. მისივე თქმით, წლევანდელ არჩევნებზე გადაწყდება, საქართველო დაიღუპება თუ გაიმარჯვებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, სააკაშვილი, როგორც უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი, ამ განცხადებით პირდაპირ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. ზალკალიანმა განაცხადა, რომ უკრაინის ელჩს სამინსტროში დაიბარებდნენ და განმარტებას მოსთხოვდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]