weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მაიკ პენსი – როგორც ქართული ანდაზა ამბობს "ძალა ერთობაშია"

20:52 სამშაბათი, 01 აგვისტო 2017

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ბოლო შეხვედრა მან "ღირსეული  პარტნიორის" მონაწილე რვა ქვეყნის ჯარისკაცებთან გამართა, რომლებსაც სიტყვით მიმართა. მაიკ პენსმა განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მისივე თქმით, აშშ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, არ დაუშვებს საქართველოს სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დადგეს.

"მოხარული ვარ, რომ დღეს მოგმართავთ "ღირსეული პატნიორის" წვრთებში მონაწილეებს და დონალდ ტრამპის მისალმებას გადმოგცემთ. აქ პრეზიდენტის დავალებით ვიმყოფები იმისთვის, რომ უბრალოდ მადლობა გადამეხადა იმ სამსახურისთვის, რასაც სამშობლოს უწევთ, რომ დგახართ აქ, თავისუფლების დასაცავად გაერთიანებულები.

ამერიკა პირველია, მაგრამ დღეს ჩვენი აქ ყოფნა არ ნიშნავს, რომ ამერიკა პირველია მარტო. ჩვენ აქ ვდგავართ იმისთვის, რომ ქართველ მეგობრებს ვუთხრათ - თქვენს გვერდით ვდგავართ. გიჭერთ მხარს თქვენს მისწრაფებაში, რომ გაწევრიანდეთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

საქართველოს გააჩნია უდიდესი მემკვიდრეობა და კულტურა. ათასწლეულების განმავლობაში ვერავინ ვერ წაგართვათ თვითმყოფადობა. საქართველოს ხალხის ნებისყოფამ და კულტურამ დროის გამოცდას გაუძლო. არცთუ ისე დიდი ხნის წინ საქართელო საბჭოთა რეჟიმის საბყრობილეში იყო მოქცეული. საბჭოთა კავშირი ცდილობდა წაეშალა თქვენი ისტორია, ამოეშალა და ხელეყო თქვენი თვითმყოფადობა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ თქვენ აღიდგინეთ თავისუფლება. თქვენ ევროპის თავისუფალ ერებს, ასევე ამერიკას მეგობრობის ხელი გაუწოდეთ და ამერიკამაც გივეთგიპასუხათ.

წელს დიპლომატური ურთიერთობების დამყარების 25 წელს ავღნიშნავთ. საქართველოს მომავალი დასავლეთ სამყაროშია. წლების განმავლობაში საქართველო სტრატეგიული პარტნიორია აშშ-სთვის. ათასობით ქართველი ჯარისკაცი მსახურობდა ამერიკელებთან ერთად, ავღანეთში, კოსოვოში, ერაყში. ავღანეთში საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ. დღეს ჩვენ ვიხსენებთ 31 დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს, რომელმაც სიცოცხლე დადო თავისუფლებისთვის. ამერიკელ ხალხს ახსოვს ეს მსხვერპლი. ისინი გმირები არიან და ისინი მუდმივად დარჩებიან ამერიკელი ხალხის გულში.

სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სა და საქართველოს შორის უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ერთობლივი წვრთნები აღნიშნულის ნათელი გამოხატულება გახლავთ. ეს საშუალებას აძლევს საქართველოს, თავი დაიცვას მომავალაში, აძლევს საშუალებას NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების ეფექტური მონაწილე გახდეს. გარწმუნებთ, რომ ამერიკა და ჩვენი მოკავშირეები ძალიან დიდ აქცენტს აკეთებენ საქართველოს უსაფრთხოებაზე. ამერიკელი მრჩევლები ძალისხმეას არ დაიშურებენ, რომ საქართველოს დაეხმარონ, რაც შეიძლება უფრო დაუახლოვდეს მის მიზანს - NATO-ს წევრობას. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი და აშშ ძლიერად უჭერს მხარს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, საქართველო გახდეს NATO- წევრი. საქართველო ლიდერია NATO-ს სხვა ქვეყნებთან შედარებით იმ თვალსაზრისით, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ხარჯავს თავდაცვის სფეროზე და ამას ბევრი სხვა ქვეყანა ვერ ახერხებს. ძალიან დიდი მადლობა ასეთი პასუხისმგებლობისთვის, ასეთი წვლილისთვის ეროვნული თავდაცვის გამყარების საკითხში.

ჩვენ ვდგევართ თავისუფლების დაცვის წინა ხაზზე. თავისუფლებისა, რომელმაც დარტყმა განიცადა რუსეთის აგრსიის შედეგად და დღესაც ვხედავთ ამ შედეგებს - სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული ტანკები არიან.

საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. აშშ მკაცრად გმობს საქართველოს მიწა-წყლის ოკუპაციას. გარწმუნებთ, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აშშ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არცერთ ქვეყანას არ მისცემს უფლებას, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს აღნიშნული პრინციპი.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს დესტაბილიზაცია. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველომ მაქსიმალურად გაიძლიეროს შესაძლებლობები და წინ აღუდგეს ამ აგრესიას.

უახლოეს დღეებში პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. რა თქმა უნდა, უპირატესობას ვანიჭებთ რუსეთთან თანამშრომლობას, მაგრამ პრეზიდენტი და კონგრესი ერთ აზრზე არიან. უკეთესი ურთიერთობები და სანქციების გაუქმება რუსეთისგან დესტაბილიზაციის შეჩერებას მოითხოვს, ახლა და არა ოდესღაც შემდგომ.

იმედი გვაქვს, რომ რუსეთთან უკეთესი დიპლომატიური ურთიერთობების ეტაპი დადგება, მაგრამ მოსკოვის ბოლო ნაბიჯები არ არის ამისკენ მიმართული. ეს ვერ შეარყევს ჩვენს თავისუფლებას და ვერც ერთი თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის პოზიციას, ისეთის, როგორც საქართველოა.

ამერიკა საქართველოს გვერდით დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დგას და პრეზიდენტ ტრამპის დროს ჩვენ ისევ გვერდიგვერდ ვიდგებით იმისთვის, რომ გავაძლიეროთ თქვენი თავდაცვის შესაძლებლობები, რომ გავაღრმავოთ დემოკრატია და კიდევ უფრო მჭიდრო გავხადოთ ურთიერთობა ამერიკასთან და ევროპასთან.

ჩვენ გვერდში გიდგავართ იმიტომ, რომ როგორც ქართული ანდაზა ამბობს "ძალა ერთობაშია". შესაბამისად, ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით", - განაცხადა მაიკ პენსმა.

მაიკ პენსი საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლებს, პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს შეხვდა. ევროპული ტურნის ფარგლებში ბოლო ვიზიტით ის მონტენეგროს ეწვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]